ქუთაისის პარლამენტთან

ქუთაისის პარლამენტთან "ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს

ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები და "თავისუფალი ზონის" წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, აქციის მონაწილეები ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორის პოსტზე დანიშვნას აპროტესტებენ. "სწორედ შოთაძის პროკურატურაში მუშაობის პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე ისევ გამოუძიებელია და ის ერთი კონკრეტული ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ინტერსებს ემსახურება", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებსა და დეპუტატ ანი მიროტაძეს შორის მცირე კამათი მოხდა. აქციის მონაწილეები დეპუტატისგან მოითხოვდნენ პასუხს, რატომ არის დაკავებული "თავისუფალი ზონის" სამი წევრი და რატომ გატარდა მათ მიმართ სასჯელის მკაცრი ზომები.

როგორც ანი მიროტაძემ აქციის მონაწილეებს განუმარტა, სასამართლოს გადაწყვეტილებას ისიც არ ეთანხმება.