ბოლო მონაცემებით, რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

ბოლო მონაცემებით, რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

ბოლო მონაცემებით, რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ სატრანსპორტო პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოქსანა გორბუნოვამ განაცხადა.

"წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 11 ადამიანი, 7 საავადმყოფოშია მოთავსებული, დანარჩენები კვლავ ბორტზე იმყოფებიან", - განაცხადა გორბუნოვამ.

რუსულმა ვერტმფრენმა "მი-8"-მ კატასტროფა კრასნოიარსკის ოლქის ჩრდილოეთში განიცადა. სატრანსპორტო პროკურატურის ინფორმაციით, ბორტზე 26 ადამიანი იმყოფებოდა.