თითოეულ საქმეზე, რომელიც დღეს პროკურატურაშია, პასუხისმგებლობას ვიღებ, - ამის შესახებ განცხადება მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
მისი თქმით, პასუხისმგებლობისთვის თავი არასოდეს აურიდებია.
,,თითოეულ საქმეზე, რომელიც დღეს პროკურატურაშია, პასუხისმგებლობას ვიღებ. პასუხისმგებლობისთვის თავი არასოდეს არ ამირიდებია და ამას არც ახლა არ ვაპირებ. რაც შეეხება გაუხსნელ საქმეებს, გამოძიება პროცესია, რომელიც მიმართულია შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებისკენ, მას მისი სამართლებრივი პროცედურები აქვს. ყველაფერს თავისი წესი აქვს. სისხლის სამართლის საქმეებზე პოლიტიკური სპეკულაციები უსაფუძვლო იქნება და ეს მაშინ გამოჩნდება, როცა მე თითოეულ კითხვას პასუხს გავცემ", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.