ანგელა მერკელის განცხადებით,

ანგელა მერკელის განცხადებით, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სამხედრო ზომების მიღება აუცილებელია

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სამხედრო ზომების მიღება აუცილებელია. როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, ამის შესახებ მერკელმა პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ისლამურ სახელმწიფოს" სამხედრო მეთოდებით უნდა ებრძოლო", - განაცხადა მერკელმა.

"დოიჩე ველე" აღნიშნავს, რომ პარიზი ბერლინისგან ტერორიზმთან ბრძოლაში დიდ მხარდაჭერას ელოდება.

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ანგელა მერკელმა რესპუბლიკის მოედანზე 13 ნოემბრის ტერაქტების დროს დაღუპულთა ხსოვნას მიაგო პატივი.