პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში კერძო ვიზიტით მყოფ რუმინეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრამ თბილ, მეგობრულ გარემოში ჩაიარა.
მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების პერპექტივებზე ისაუბრეს.