თურქული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე, თურქეთის საზღვარიდან 5 კილომეტრში თურქული ჰუმანიტარული კოლონა დაბომბა. აღნიშნული კოლონა სირიელ ლტოლვილებს ჰუმანიტარულ ტვირთს სირიის ქალაქ აზაზში აწვდიდა.
არსებული ინფორმაციით, ავიადარტყმების შედეგად განადგურებულია რამდენიმე სატვირთო მანქანა. მსხვერპლის შესახებ სხვადასხა ინფორმაცია ვრცელდება. სავარაუდოდ დაღუპულთა რაოდენობა 7-დან 10-მდეა.
რუსულ მხარეს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია და არც მომხდარი დაუდასტურებია.