როგორც საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი აცხადებს, პროკურატურაში მისი მისამართით განხორციელებული თვალთვალის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო დაიბარეს.
"მუშაობს ჩვენი პროკურატურა - თვალთვალისა და მოსმენის შესახებ ჩემს სტატუსსა და კომენტარზე ხვალ, 14:00 საათზე დამიბარეს მთავარ პროკურატურაში. დეტალებს მათ მოვახსენებ. მადლობა სწრაფი რეაგირებისთვის", - წერს ელისაშვილი.