რობიკო პაქსაძე:  ჩემთვის საოცრებაა, ვინ მიიყვანა ჩემი შვილი სიკვდილის კარზე

რობიკო პაქსაძე: ჩემთვის საოცრებაა, ვინ მიიყვანა ჩემი შვილი სიკვდილის კარზე

ჩემთვის საოცრებაა, თუ როგორ მოხვდა იმ ადგილზე, ვინ შეუქმნა ეს პირობები, ვინ მიიყვანა ჩემი შვილი სიკვდილის კარზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეოს ერთ-ერთი მონაწილის, რეზო პაქსაძის მამამ, რობიკო პაქსაძემ განუცხადა. მისი თქმით, უცნობია, თუ როგორ მოხვდა მისი შვილი სირიაში.

"არავის ვადანაშუალებ, რადგან საერთოდ არაფერი ინფორმაცია არ მაქვს, თუ როგორ მოხვდა იქ. არავინ არ გავიწროვებს, საიდან ხდება და რატომ მიდიან არ ვიცი. მკვდარი ვარ მე, რა უნდა იქ ჩემ შვილს. მინდა, რომ დაბრუნდეს, მოვიდეს მის ოჯახში და ჩემი გული გაახაროს. ყველასთვის საყვარელი ბავშვი იყო, მთელ სოფელს უყვარდა. ჩვენი სკოლა მისით ამაყობდა. ჩემი შვილი დაინტერესებული იყო სწავლით, უყვარდა წიგნები. საოცარია, საიდან მოხვდა ამ ადგილზე. ეს ჩემთვის საოცრებაა, ვინ შეუქმნა ეს პირობები, ვინ მიიყვანა ჩემი შვილი იმ სიკვდილის კარზე", - განაცხადა რობიკო პაქსაძემ.

გამოქვეყნებულ ვიდეოში რეზო პაქსაძე მარცხენა მხარეს ზის. მისი ოჯახი ჩოხატაურის სოფელ ზოტში ცხოვრობს.