China Railway ყაბარდო-ბალყარეთიდან ყარაჩაე-ჩერქეზეთის გავლით კოდორის ხეობამდე ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს ააშენებს

China Railway ყაბარდო-ბალყარეთიდან ყარაჩაე-ჩერქეზეთის გავლით კოდორის ხეობამდე ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს ააშენებს

ჩინური კორპორაცია China Railway ყაბარდო-ბალყარეთიდან ყარაჩაე-ჩერქეზეთის გავლით კოდორის ხეობამდე ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს ააშენებს. როგორც რუსული მედია იტყობინება, შესაბამის შეთანხმებას მოსკოვში მოეწერა ხელი.

გეგმის თანახმად, ჩინური კორპორაცია პროექტს რუსულ კომპანია "რეგიონულ პროექტებთან" ერთად განახორციელებს.

უახლოესი ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილია კონტრაქტების დადება ოჩამჩირეში საზღვაო პორტის, ყაბარდო-ბალყარეთის ქალაქ ბაქსანში კი აეროპორტის მშენებლობის შესახებ. სპეციალისტების შეფასებით, პროექტების ჯამური ღირებულება 2,7 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

შეთანხმების ხელმოწერას ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია ესწრებოდა. როგორც დე-ფაქტო ვიცე პრეზიდენტმა ვიტალი გაბნიამ განაცხადა, "სოხუმის სამხედრო გზის პროექტის რეანიმირება კარგი იდეაა, დიდი თანამედროვე პორტის მშენებლობა კი, ქვეყნის ეკონომიკის მდგრად ზრდას გამოიწვევს".