საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმების შემთხვევაში, სასამართლო განხილვის პროცედურები ვადებში უნდა იყოს განსაზღვრული

საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმების შემთხვევაში, სასამართლო განხილვის პროცედურები ვადებში უნდა იყოს განსაზღვრული

საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმების შემთხვევაში, სასამართლო განხილვის პროცედურები ვადებში უნდა იყოს განსაზღვრული

საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმების შემთხვევაში, სასამართლო განხილვის პროცედურები ვადებში უნდა იყოს განსაზღვრული , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკური საბჭოს მდივანმა, ბიზნესომბუდსმენმა, გიორგი გახარიამ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განუცხადა, სადაც ის საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება.

რაც შეეხება ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმების საკითხს, გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ თემა მართლაც მნიშვნელოვანია.

"ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია სასამართლო პროცედურების ჩართვა ამ თემებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი პოზიცია მდგომარეობს შემდეგში, რომ ეს პროცედურები ვადებში უნდა იყოს განსაზღვრული, რათა ბიზნესის ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია იყო შემდეგი, რომ სამართლებრივი ხარისხი სასამართლოში გადაწყვეტილი დავისა რა თქმა უნდა ძალიან მაღალია, ვიდრე საპოლიციო გამოსახლება, მაგრამ რამდენად მზად არის დღეს ჩვენი აღსრულების მექანიზმები, რომ სწრაფად და ეფექტურად აღასრულონ მსგავსი დავები, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა მსჯელობები პარლამენტთან. დაგვპირდნენ, რომ გარკვეულწილად ბიზნესის ინტერესები იქნებოდა გათვალისწინებული და ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში კონსენსუსი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, საჯაროდ გახდება ცნობილი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე, რა ნაწილში შეიძლება მოხდეს კონსენსუსის მიღწევა, გახარიამ აღნიშნა, რომ ეს ეხება სასამართლო გადაწყვეტილების მიღების ვადებს. "პირველი ინსტანციის შემთხვევაში ერთთვიანი ვადა კარგია, მაგრამ ასევე აუცილებელია, რომ მეორე ინსტანციის ვადაც იყოს განსაზღვრული, რადგან ეს ხანგრძლივი დავების ფორმატში არ გადავიდეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.