სერგეი ლავროვი:  რუსეთი თურქეთთან ომს არ აპირებს

სერგეი ლავროვი: რუსეთი თურქეთთან ომს არ აპირებს

რუსეთი თურქეთთან ომს არ აპირებს, - ასეთი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს, რუსული და უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა. მისი განმარტებით, რუსეთის დამოკიდებულება თურქი ერისადმი არ შეცვლილა, არამედ კითხვები გაუჩნა მოქმედ მთავრობასთან.

"თურქეთთან ომს არ ვაპირებთ", - აღნიშნა ლავროვმა.

მისი შეფასებით, რუსული "სუ-24"-ის ჩამოგდება "დაგეგმილ პროვოკაციას" ჰგავს.

სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი თურქეთ-სირიის საზღვრის ჩაკეტვას მხარს უჭერს და მზად არის ამ მიზნით ზომები მიიღოს.