ინოვაციური კომპანია „2X2

ინოვაციური კომპანია „2X2" ბროკერებისა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით დაინტერესებული ადამიანებისთვის

კომპანიის დამფუძნებლის, მიხეილ კვეტენაძის თქმით, "2X2“  8 დეკემბერს იხსნება.

კვენეტაძის თქმით, კომპანია მოემსახურება როგორც ბროკერებს, ასევე, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით დაინტერესებულ ადამიანებს.

კვენეტაძის განმარტებით, მომხმარებელს, რომელიც უძრავ ქონებას ყიდულობს, შეუძლია დარეგისტრდეს „2X2.ge"-ზე რამდენიმე წუთის განმავლობაში და რეგისტრაციის შემდეგ, მას შეეძლება ვაჭრობის პროცესში ჩაერთოს.

მისი თქმით, მომხმარებლებმა, რომელთაც უძრავი ქონების გაყიდვა სურთ, აუცილებლად უნდა მიმართონ კვალიფიცირებულ ბროკერს, რომელიც კვალიფიციურად გამოიტანს ბაზარზე მათ უძრავ  ქონებას, მყიდველი იხდის მხოლოდ აუქციონში მონაწილეობის საფასურს, გამყიდველი კი საკომისიო ვალდებულებისგან გათავისუფლებულია. ასევე საკომისიოს იხდის მხოლოდ ნაკლებად კვალიფიციური ბროკერი, ხოლო ბროკერი, რომელიც დააგროვებს ქულებს და გახდება ვარსკვლავის მფლობელი, ის გათავისუფლებული იქნება საკომისიო გადასახადებისგან.

კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, „2X2“-ის იდეა არის ახალი, ინოვაციური მეთოდებით უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა.

„ამ ინოვაციურ მეთოდს წარმოადგენს აუქციონი, აუქციონის ორგანიზება. ჩვენ გახლავართ აუქციონის ორგანიზატორი კომპანია, რომელიც ვემსახურებით როგორც ბროკერებს, ასევე ბროკერების მეშვეობით უძრავი ქონების გამყიდველებს და მყიდველებს ვაძლებთ საშუალებას, აუქციონის მეშვეობით იყიდონ უძრავი ქონება, რომლითაც მათ  შეუძლიათ დაიკმაყოფილონ ყველა სურვილი - იყიდონ სწრფად, იყიდონ იაფად, იყიდონ სწორედ იმ  დროს, რა დროსაც მათ უძრავი ქონება სჭირდებათ. აღნიშნული იდეის გარშემო უკვე 1 წელია მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ ვიკვლევთ ბაზარს, ვიკვლევთ მომხმარებლის ქცევას, ვიკვლევთ არსებულ მეთოდებს, რა მეთოდები დღესდღეობით ბაზარზე არსებობს და ყველა ამ კვლევის საფუძველზე მომხმარებლებს ვთავაზობთ დახვეწილ, მოწესრიგებულ აუქციონს, რომლის საშუალებით მათ შეეძლებათ თავიანთი სურვილების დაკმაყოფილება“, - აცხადებს კვენეტაძე.