„გაზპრომის“ ხელმძღვანელ ალექსი მილერის განცხადებით, უკრაინამ რუსული გაზის შესყიდვა შეწყვიტა.
როგორც ალექსი მილერმა აღნიშნა, 25 ნოემბრის 10:00 საათის მონაცემებით, „უკრაინის ნავთოგაზმა“ წინასწარ გადახდილი მოცულობის საწირო რაოდენობა მიიღო, ხოლო რაც შეეხება ახალ, წინსწრებით გადახდას, ის არ განხორციელებულა და "გაზპრომში" არც განცხადება შესულა.
„გაზპრომის“ ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ რუსეთის გაზზე უარის თქმა სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის უკრაინის გავლით გაზის ევროპულ ტრანზიტს და უკრაინელ მომხმარებლებს.
„უკრაინის ნავთოგაზის“ ხელმძღვანელ ანდრეი კობოლევის განცხადებით, უკრაინა შეძლებს, რომ მიმდინრე და მომდევნო სეზონები გადაიტანოს.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის სამმხრივი მოლაპარაკებების მიხედვით, უკრაინამ რუსული გაზის შესყიდვა 31 ოქტომბერს შეწყვიტა, რის შედეგადაც 1 ნოემრიდან რუსული გაზის იმპორტი 10-ჯერ შემცირდა.