გიგი წერეთელი უმრავლესობას მოუწოდებს, პენსიის 50 ლარით გაზრდაზე იმსჯელონ

გიგი წერეთელი უმრავლესობას მოუწოდებს, პენსიის 50 ლარით გაზრდაზე იმსჯელონ

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას უმრავლესობას მოუწოდა, ,,ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივაზე იმსჯელონ, რომელიც პენსიის 50 ლარით გაზრდას ითვალისწინებს.

როგორც წერეთელმა გამოსვლისას აღნიშნა, მთავრობის უნიათო პოლიტიკის შედეგად ეკონომიკა დღეს მძიმე სიტუაციაშია.

`ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ეხება პენსიის 50 ლარით მომატებას. ბოლო რამდენიმე თვეა ამ საკითხზე დებატები გვაქვს. მაშინ როდესაც

ბიუროკრატიული ხარჯები გაზრდილია 450 მილიონ ლარზე მეტად ამ დროს პენსიონირების ხარჯები შემცირდა დოლართან მიმართებაში. ვფიქრობთ, რომ არსებობს შესაძლებლობა პენსიების მომატების. კვლევებს, რომელსაც ატარებს არასამთავრობო სექტორი ჩანს, რომ ხარჯები ბოლო პერიოდში 2-ჯერ უფრო გაზრდილია, ვიდრე ეს არის სტატისტიკურ მონაცემებში. თქვენ თუ დაივლით სოფლებსა თუ რაიონებში მაღაზიებს, ნისიების დიდი სიებია, რომელიც უქადის გაკოტრებას ამ პატარა მაღაზიებს. მთავრობის არაკომპეტენტურმა ქმედებამ მოიტანა მსგავსი შედეგი. ასეთ ვითარებაში ნამდვილად არ მიგვაჩნია სწორად, რომ ვინმემ ფული დახარჯოს იმაზე, რომ ბიუროკრატები უფრო კარგად ცხოვრობდნენ. ამგვარი ხარჯები ასეთ ვითარებაში როცა ხალხს უჭირს არ უნდა იყოს. ამიტომაც მოგიწოდებთ, მოვაკლოთ იმ არასწორ ხარჯებს რაზეც ჩვენ მიგითითებთ. ეხლა საბიუჯეტო პროცესი და დებატები შევა აქტიურ ფაზაში, ამიტომ მიგითითებთ, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ", - განაცხადა გიგი წერეთელმა.