თეა წულუკიანი:  ირაკლი შოთაძე იქნება ბევრად უკეთესი პროკურორი, ვიდრე ამჟამინდელი

თეა წულუკიანი: ირაკლი შოთაძე იქნება ბევრად უკეთესი პროკურორი, ვიდრე ამჟამინდელი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ თუკი პარლამენტი ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მთავარი პროკურორის პოსტზე დაამტკიცებს, ის იქნება ბევრად უკეთესი პროკურორი ვიდრე  - ამჟამინდელი.

როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია რეფორმების მხრივ ყველა სამართალდამცავმა ორგანომ თანამშრომლობა გააგრძელოს.

,,საპროკურორო საბჭოს სამი კანდიდატი მე წარუდგინე. გასაუბრების შედეგად რომელთა აუდიო ჩანაწერები არის საჯაროდ გამოქვეყნებული, აღმოჩნდა, რომ 13 ხმა მიიღო ირაკლი შოთაძემ. მე მჯერა, რომ ირაკლი შოთაძე მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში თუკი მას პარლამენტი აირჩევს, იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე არის თუნდაც ამჟამინდელი მთავარი პროკურორი. ის იქნება ყველა იმ მთავარ პროკურორზე უკეთესი რომელიც კი აქამდე გვყოლია.

მას ექნება იმის ღრმა რწმენა, რომ სამართლებრივი რეფორმების გარეშე არ არსებობს დემოკრატიული საქართველო და ამ რეფორმეში ჩვენ, იუსტიციის სამინისტრომ და ყველა სამართალდამცავმა ორგანომ უნდა ვიაროთ ხელიხელ ჩაკიდებული", - განაცხადა თეა წულუკიანმა.