რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სირიაში რუსულ ავიაბაზა "ჰმეიმიმზე" უახლეს საზენიტო-სარაკეტო სისტემებს - С-400-ებს გადაისვრის. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე განაცხადა.
რუსეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გუშინ თურქულმა სამხედრო-საჰაერო ძალებმა, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსული სამხედრო ბომბდამშენი "სუ-24" ჩამოაგდეს.
გუშინ, რუსეთის გენშტაბმა განაცხადა, რომ "სუ-24"-ის ჩამოგდების შემდეგ მოსკოვი სირიაში დისლოცირებულ რუსული საავიაციო ბაზის დასაცავად დამატებით ზომებს მიიღებს.
"გაფრთხილებთ, რომ გავანადგურებთ ყველა სამიზნეს, რომელიც ჩვენთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს", - განაცხადა გენშტაბის უფროსმა სერგეი რუდსკოიმ.
მისი ინფორმაციით, რუსეთი თურქეთთან ყველა სამხედრო კონტაქტს წყვეტს.