95 წლის ბებო „მკვდრეთით აღსდგა“

95 წლის ბებო „მკვდრეთით აღსდგა“

95 წლის  ჩინელი ბებო გარდაცვალებიდან 6 დღის შემდეგ გაცოცხლდა.  ექიმებმა დაასკვნეს, რომ თავის ტვინის დაზიანებამ ქალის „მოჩვენებითი სიკვდილი“  გამოიწვია.

ჩინელი „მიცვალებულის“ ჩი სიუფენის ახლობლებმა დაკრძალვამდე ერთი დღით ადრე გვამი კუბოში ვერ იპოვეს. „მკვდარს“ დიდი ხნის ძებნის შემდეგ მიაგნეს, ბებო სამზარეულოში ყავას მიირთმევდა.

ქალბატონი  სეირნობის დროს წაიქცა, ექიმების დიაგნოზით მას თავის ტვინის შერყევა ჰქონდა, მოხუცმა ვერ გაუძლო ტკივილებს და მალევე გარდაიცვალა. საბედნიეროდ ეს „გარდაცვალება“ ხანმოკლე აღმჩონდა და 95 წლის ბებო, თავს დღესაც მშვენივრად გრძნობს.