"მეორე კაცად ხომ არ დარჩები, როდესაც პირველი იყავი?! პუტინი ხომ არა ვარ, ბოლოს და ბოლოს?!"

ბოლო დროს ხელოვანთა განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია იმ ინფორმაციამ, რომ ხელისუფლება თეატრალური უნივერსიტეტის, კონსერვატორიისა და სამხატვრო აკადემიის გაერთიანებას და ხელოვნების ერთ აკადემიად ჩამოყალიბებას აპირებს. გაჩნდა ვერსიაც, რომ სამი უმაღლესის გაერთიანებით ხელისუფლება შენობების გასხვისებას უმიზნებს.

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიისა და კონსერვატორიის რექტორებმა კულტურის სამინისტროდან ნიკა რურუას ხელმოწერილი ბრძანება უკვე მიიღეს, რომლის თანახმადაც, ეს სამი უმაღლესი სასწავლებელი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, 20 მარტიდან ფუნქციონირებას შეწყვეტს და არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსს მიიღებს.

მართალია, კულტურის სამინისტროში კატეგორიულად უარყოფენ, რომ ისინი სამი უმაღლესი სასწავლებლის გაერთიანებასა და შენობების გასხვისებას არ აპირებენ, მაგრამ ცალკეულმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა ხელისუფლების მხრიდან სამი სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლის რეორგანიზაციის ჩატარების გაცხადებული სურვილი უკვე გააპროტესტეს. საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართული ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ  სამი სასწავლებლის შენობათა გაყიდვის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რასაც მოგვიანებით  სხვა უნივერსიტეტებისა და სასწავლებლების გასხვისება მოჰყვება. ეს ცვლილებები კი, პრაქტიკულად, აუქმებს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიას და მთლიანად ხელისუფლების ნება-სურვილზე დამოკიდებულს ხდის მათი ქონების განკარგვას. მით უფრო, რომ დადგენილების მე-6 პუნქტით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცემა აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლების ქონების განკარგვის უფლება.

სამხატვრო აკადემიის მომავალი ბედის შესახებ, ასევე, საკუთარი რექტორობისდროინდელი თუ პოლიტიკური შეხედულებების თაობაზე Presage.tv სამხატვრო აკადემიის ყოფილ რექტორს, მხატვარ გია ბუღაძეს ესაუბრა.

ხელისუფლების მხრიდან სამი სახელოვნებო უმაღლესის გაერთიანების მცდელობას როგორ შეაფასებთ?

- უცხოეთიდან ახლახანს ჩამოვედი. არა მგონია, დღეს ამ გაერთიანებებზე სერიოზულად იყოს საუბარი, მაგრამ, სამაგიეროდ, სტატუსის გამოცვლაზე რომ არის ლაპარაკი, ეს ნამდვილად ვიცი. სხვათაშორის, ამის შესახებ ადრეც იყო საუბარი, რაც მე საშინლად არ მომწონდა. კერძოდ, ადრე ამ უმაღლესებს იურიდიული სამართლის პირის სტატუსი ჰქონდათ, ახლა კი ხდებიან კერძო სამართლის იურიდიული პირები. ამით უმაღლესებს თითქოს ქონების ფლობის უფლებას აძლევენ, მაგრამ, სინამდვილეში, არსებულ ტერიტორიას თუ ვერ მოუვლიან, წაართმევენ. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ისინი უკვე სულ სხვა სტრუქტურად იქცევიან, ეს სულ სხვა სისტემაა, და, გამორიცხული არ არის, ძალიან ბევრი ტერიტორია დაკარგონ. უბრალოდ, ჩამოართვან ტერიტორიები. ერთი მხრივ, ეს უმაღლესები გაათავისუფლეს და, მეორე მხრივ, უფრო გრძელ ჯაჭვზე დააბეს. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენი ტიპის უმაღლესი სასწავლებლებისთვის, როგორიც არის აკადემია, თეატრალური და კონსერვატორია, ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. ეს უმაღლესები არ გახლავთ მდიდარი სასწავლებლები, არამედ ღარიბი სასწავლებლებია. ასეთ სასწავლებლებს სახელმწიფო ბევრად უფრო თბილად და მეტი თანხების გაღებით უნდა ინახავდეს, მაგრამ, ვფიქრობ, ამ შეცდომას ყველა მალე მიხვდება.

თქვენ ბრძანეთრომშესაძლოაამ უმაღლესების გაერთიანება რეალურად არც მოხდესმაშინრატომ დასჭირდათ იმის გახმოვანება,თითქოს ეს სასწავლებლები ერთიანდება?

- ეგ მე არ ვიცი. გაერთიანების შესახებ პირველად მესმის, რადგან, როგორც გითხარით, ორი კვირის განმავლობაში აქ არ ვყოფილვარ. უბრალოდ, ერთი წლის წინ, უფრო სწორად, უფრო მეტი ხნის წინ, სტატუსის შეცვლაზე საუბარი ნამდვილად იყო. იმედია, ეს არ მოხდება. ადამიანებს, ჩვენს საზოგადოებას, ამის გონიერება ეყოფა. თუ იმდენად გაღარიბდნენ, რომ არსებული ტერიტორიები ვერ შეინახეს, შეიძლება, მართლაც დაკარგონ სერიოზული ტერიტორია და მაშინ გამორიცხული არაა, სხვა შენობები ითხოვონ. იმედი მაქვს, ეს უბედურება არ დატრიალდება, თუმცაღა, ხაზს ვუსვამ, ეს დიდ შეცდომად მიმაჩნია.

ამ სასწავლებლების გაერთიანების შემთხვევაშიდარგების კვდომა ხომ არ მოხდება?

- დარწმუნებული ვარ, გაერთიანება არ მოხდება. თუ მაინც მოხდა, მხოლოდ იმიტომ, რომ, ალბათ, თავიანთ თავს ვეღარ შეინახავენ. ეს ამ ცუდი დადგენილების მიღების შემდგომ მოხდება, ანუ, თუ ვეღარ შეინახავ შენს თავს, მაშინ რაღა იქნები? თუ ტერიტორია აღარ გექნა, ვიღაცას შეეკედლები, არა? ჯერ გაერთიანებაზე ნუ ვლაპარაკობთ, ლოგიკას მივყვეთ და ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს კანონი გამოიწვევს იმას, რომ, შეიძლება, ისე გაღატაკდეს უმაღლესი სასწავლებელი, რომ თავისი სექტორი ვეღარ შეინახოს. მაშინ, ვიღაცას უნდა მიეწებოს. ასეთი რამ, შეიძლება, სამივეს დაემართოს. საკმაოდ ცუდი მაგალითი მომყავს, მაგრამ მადრიდში მოხდა ასეთი შემთხვევა. კერძოდ, მადრიდის სამხატვრო აკადემია, რომელიც თითქმის ორ საუკუნე ნახევრის განმავლობაში, მეტიც, სამი საუკუნე არსებობს, უნივერსიტეტს შეერწყა და ამ შერწყმით არაფერი მოუგია, გარდა იმისა, რომ ყველაფერი დაკარგა.

დაკარგა შენობაც და დარგებიც?

- დაკარგა შენობაც და განვითარების საშუალების კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, დარგებიც შემცირდა. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ არცერთი დარგი, რომელიც სამხატვრო აკადემიაში გვქონდა, ზედმეტი არ არის, კონსერვატორიისა და თეატრალურის მაგივრად, მე ვერ ვილაპარაკებ. ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ მე არც რექტორი ვარ, არც აკადემიის პროფესორი, არც პედაგოგი. მე ვარ დამოუკიდებელი, თავისუფალი, უსაქმური მხატვარი და ვლაპარაკობ როგორც კერძო პირი და არა - ოფიციალური პირი. მე არავის მოვუხსნივარ, მე დავამთავრე ჩემი პერიოდი, დავამთავრე და წავედი.

ეს თქვენ თვლითრომ წახვედითმაგრამიქნებხელისუფლებისგანაც გარკვეული იძულება იყო?

- არავითარი იძულება არ ყოფილა. იძულება შეიძლება, ყველასთვის იყოს, როცა ადამიანი თამამი და თავისუფალია თავის გადაწყვეტილებებში.

მე მახსოვს თქვენი თამამი აზრები ხელისუფლებისთვის მოსაწონი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების მიმართ -  .კვერცხებზეშემდგარი შლოპანციდაჭეჭყილი ბოთლი და .იქნებამანაც და თქვენმა პოლიტიკურმა შეხედულებებმაც გამოიწვიარომ აკადემიაშიაღარ ხართ?

- არა, არა, მე დავამთავრე ჩემი ვადა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ დღესდღეობით საქართველოში, ალბათ, ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელიც აირჩიეს. რექტორად ამირჩიეს, არ დავუნიშნივარ და ეს ვადა თავის დროზე დავასრულე. ამომეწურა ორი ვადა.

მესამე ვადით დარჩენა აღარ გსურდათ?

- მესამე ვადით ვერც დარჩებოდი. მეორე კაცად ხომ არ დარჩები, როდესაც პირველი იყავი?! პუტინი ხომ არა ვარ, ბოლოს და ბოლოს?! 

თქვენი შემდგომი რექტორის არჩევნები რამდენად კანონიერად ჩატარდარომელსაც მოგვიანებით მისი გაუქმება მოჰყვა?

- მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, ეს იყო უხეში ჩარევა აკადემიის დამოუკიდებლობაში. თუმცა ამას ამართლებენ იმით, რომ სტრუქტურულ ცვლილებას ახორციელებენ და ეს სტრუქტურული ცვლილება დიდი ხნის წინ არის ჩაფიქრებული, რომელიც ძალიან საფრთხილოა. ამდენად, ახალი რექტორის არჩევნების ისეთნაირად ჩატარება, როგორც მოხდა, ძალიან ლოგიკური და კანონზომიერი გახლდათ, მაგრამ სამინისტრომ იმ მოსაზრებით გააუქმა, რომ ახალი სტრუქტურული ცვლილებები უნდა გამოიწვიოს და დანიშნა თავისი მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც აკადემიას არ იცნობს და არც აკადემია იცნობს მას.

რამდენადაც ვიციიგი უცხოეთიდან ჩამოჰყავთ.

- დიახ, ასეა. ირინა პოპიაშვილი ამერიკიდან ჩამოჰყავთ, აბა, საიდან?

ისევ პირვანდელ თემას რომ მივუბრუნდეთსამი ინსტიტუტის გაერთიანება იმისთვისაც დასჭირდათრომ შენობების გაყიდვაიგეგმება?

- იცი, რა არის, ჩემო კარგო, თუ ვერ მოუვლი, გაიყიდება შენობა, აბა, რა? სწორედ ამის საშიშროებაა. რა თქმა უნდა, კანონმდებლობითი ცვლილება გამოიწვევს იმას, რომ ვერ მიხედავენ და გაიყიდება, აბა, რა იქნება. სწორედ ამის მეშინია, რომ მისი ჩამორთმევა, ვინმესთვის მიყიდვა არ მოხდეს.

მას შემდეგრაც სამხატვრო აკადემიის რექტორი აღარ ხართალბათუფრო თამამად შეგიძლიათ თქვენი პოლიტიკური შეხედულებებისდაფიქსირება.

- მაშინ ასეთი რამ დაწერეთ, თუ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი გექნებათ: მე ბევრი ყოფილი რექტორი მინახავს, ბევრი ყოფილი მინისტრიც მინახავს. ძალიან ბევრი არა, მაგრამ მინახავს ყოფილი პრეზოდენტებიც, მაგრამ ყოფილი მხატვარი არ მინახავს, ყოფილი მუსიკოსი არ მინახავს და ყოფილი პოეტი არ მინახავს. მეთანხმებით?

ამაში გეთანხმებით.

- ასე რომ, მე არასდროს არ ვიქნები ყოფილი მხატვარი. მე ვარ კარგი მხატვარი, ასე მგონია, და დავრჩები მხატვრად. ხოლო, ვინც მხოლოდ მინისტრია, რექტორია და თანამდებობის პირია, ის არის უბედური. თორემ ჩვენ, მუსიკოსებს, ხელოვანებს, თავის საქმეში ბოლომდე შეყვარებულ პროფესიონალებს, შესაცოდი არაფერი გვჭირს. მე მაშინაც თამამი ვიყავი და თავისუფალი. ალბათ, გახსოვთ, პიონერთა სასახლის გაყიდვაზე რომ იყო საუბარი, თუ ვინმე გამოენთო და ხმამაღლა ყვიროდა, მე ვიყავი. მაშინ რექტორად სულ ახალი არჩეული გახლდით.

ეს მახსოვსპოლიტიკაში არსებულ დღვანდელ სიტუაციას როგორ შეგვიფასებთ?

- მე პოლიტიკის მიღმა ვდგავარ, მე ვარ მხატვარი.