„დემოკრატიული მოძრაობა“ ნონა გაფრინდაშვილს მორიგ მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს

„დემოკრატიული მოძრაობა“ ნონა გაფრინდაშვილს მორიგ მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს

ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი 74 წლის ასაკში კვლავ მსოფლიო ჩემპიონია.

„დემოკრატიული მოძრაობა“ ულოცავს ქალბატონ ნონას მორიგ გამარჯვებას, უსურვებს მას დღეგრძელობას და კიდევ არაერთ წარმატებას. ქალბატონ ნონას მთელი მისი განვლილი ცხოვრების მანძილზე უამრავი სიხარული მოუტანია ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენ ამაყები ვართ, რომ ერთად ვიბრძოდით საქართველოს უკეთესი მომავლისათვის!", - ნათქვამია მილოცვის წერილში.