სტიქიით დაზარალებულმა ოჯახმა ქონების საფასურის ანაზღაურების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

სტიქიით დაზარალებულმა ოჯახმა ქონების საფასურის ანაზღაურების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულმა კიდევ ერთმა ოჯახმა ქონების საფასურის ანაზღაურების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, სტიქიის დროს დაზარალებული იულია ვარდიაშვილის ოჯახი 38-ეა, ვინც ქონების საფასურის ანაზღაურების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

"სვანიძის 13 ნომერში მცხოვრებმა ვარდიაშვილების 10 სულიანმა ოჯახმა თანხის ანაზღაურებაზე თანხმობა საბაზრო ღირებულების მიხედვით განაცხადა.", - ნათქვამია განცხადებაში.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ 38 ოჯახს სულ ჯამში 10 372 303 ლარი ჩაერიცხა.