მალის დედაქალაქ ბამაკოში, სასტუმრო „Radisson Blu“-ს შეიარარებული პირები დაესხნენ თავს და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან ცეცხლი გახსნეს.
სააგენტო „France-Presse“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელებმა მძევლად 170 ადამიანი აიყვანეს.
„ყველაფერი სასტუმროს მე-7 სართულზე ხდება. ჯიჰადისტებმა სასტუმროს კორიდორში სროლა ატეხეს“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.
„The Independent“-ის ცნობით, შეიარარებულ დაპირისპირებას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოცემა ადგილობრივ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით წერს, რომ შეიარარებული პირები სასტუმროში დიპლომატიური სანომრე ნიშნიანი ავტომობილებით მივიდნენ.
სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიციის დანაყოფები.