"თუ იქნება დამატებითი წყაროები, ამას პოზიტიური გავლენა ექნება ელექტროენერგიის ტარიფზე"

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის სულხან ზუმბურიძის განცხადებით, აზერბაიჯანულ მხარესთან ტრანზიტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მისი თქმით, მომავალი წლის დასაწყისიდან საქართველოს გავლით ტრანზიტის განხორციელება თურქეთის მიმართულებით შესაძლებელი იქნება.

"მოლაპარაკებები გვქონდა ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან. შევთანმხდით მრავალ დეტალზე, რომელიც ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია, ამიტომ მიმდინარეობს დაზუსტება ხელშეკრულების. ვარაუდია, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან შევძლებთ საქართველოს გავლით ტრანზიტის განხორციელებას თურქეთის მიმართულებით, რაც დამატებით შემოსავალს მოუტანს ქვეყანას და სახელმწიფო ელექტროსისტემას მათ შორის. დაახლოებით საუბარია თვეში ნახევარ მილიონ ლარზე", - განაცხადა ზუმბურიძემ. 

კითხვაზე, აისახება თუ არა ტარიფებზე აღნიშნული ხელშეკრულებების გაფორმება, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ტარიფი საერთო შემოსავლდიან ითვლება და თუ იქნება დამატებითი წყაროები, შემოსული თანხები, ამას პოზიტიური გავლენა ექნება ტარიფზეც.

"სომხეთთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გეგმა 2018 წლისთვის, რომ ავაშენოთ ახალი გადამცემი ხაზი და კიდევ გავაფართოვოთ. ჯამში, 2022 წლისთვის ჩვენ შევძლებთ სომხეთთან 700 მეგავატი ელექტროენერგიის მოცულობის გატარებას, რაც ასევე დივერსიფიკაციას გულისხმობს ჩვენი პოტენციალის. რასაკვირველია, ტარიფი საერთო შემოსავლდიან ითვლება, თუ იქნება დამატებითი წყაროები, შემოსული თანხები, ამას პოზიტიური გავლენა ექნება ტარიფზე", - განაცხადა ზუმბურიძემ.