სოლომონ ქიმერიძის დაკრძალვის დღეს ადგილობრივი პირი ჟურნალისტებს დაცხრილვით დაემუქრა

სოლომონ ქიმერიძის დაკრძალვის დღეს ადგილობრივი პირი ჟურნალისტებს დაცხრილვით დაემუქრა

პროკურატურამ სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და, საქმის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, პირველი განცხადებაც გაავრცელა. სასამართლო-სამედიცინოექსპერტიზის შუალედური დასკვნის თანახმადგარდაცვლილს სხეულზე თურმე ცემა-წამების კვალი არ აღენიშნება, ხოლო გარდაცვალება სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგად მიღებულმა ტრავმებმა გამოიწვია.

თვითმხილველთა დაკითხვის თანახმად, შსს ხაშურის რაიონული სამმართველოს უფროსი გიორგიხარშილაძე (რომელიც შსს-ს გადაწყვეტილებით, ამჟამად თანამდებობიდან გათავისუფლებულია) აცხადებს, რომ ხაშურში მომხდარ ქურდობასთან დაკავშირებით, საკუთარ სამუშაო კაბინეტში სოლომან ქიმერიძეს გაესაუბრა. შეხვედრა დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა, რის შემდგომაც ქიმერიძემ მისი კაბინეტი დატოვა. სოლომან ქიმერიძის თანმხლები ინსპექტორ-გამომძიებლის, მალხაზ ციყელაშვილის თანახმად, ის და სოლომან ქიმერიძე შენობის მესამე სართულზე იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც მეორე სართულისკენ წამოვიდნენ, ჩასასვლელ კიბესთან მალხაზ ციყელაშვილი რამდენიმე საფეხურით დაწინაურდა და გააგრძელეს კიბეზე ჩასვლა. ციყელაშვილმა მოაჯირის ხმა გაიგონა, რა დროსაც შებრუნდა და დაინახა, რომ სოლომან ქიმერიძე  მოაჯირიდან ძირს ვარდებოდა, ხელის წავლება სცადა, რაც ვერ მოასწრო და ქიმერიძე პირველი სართულის იატაკზე დაახლოებით 17:30 საათზე დაეცა.

მალხაზ ციყელაშვილის ჩვენებას ხაშურელი სხვა პოლიციელების ჩვენებები ემთხვევარომლებიც ირწმუნებიანრომ გარდაცვლილზეფიზიკური ზემოქმედება არ მომხდარა. სამაგიეროდ, ამ ჩვენებებში ეჭვი შეაქვთ ექსპერტებს. ექსპერტებს ყველაზე მეტად აეჭვებთ ის, რომ ხაშურისსაავადმყოფოში მიყვანისას ადგილზე მყოფ ექიმ-რეანიმატოლოგსზვიად ლომიძეს და მორიგე ექიმსპოღოს ავაქიანსმომაკვდავისთვის თურმე უკიხავთროგორ მიიღო ტრავმები. ქიმერიძეს კი უპასუხია, რომ ჩამოვარდა. იმავე დღეს 23 საათსა და 40 წუთზე სოლომან ქიმერიძე გარდაიცვალა.

ქიმერიძის როგორც დაღუპვის, ისე გარდაცვლილისთვის პატივის მიგების დღეებმა ხმაურიანად ჩაიარა. თავდაპირველად, „მაესტროს“ ჟურნალისტ შალვა რამიშვილს თავად გარდაცვლილის ვაჟმა სთხოვა ჩასვლა და რეალობაში უკეთ გარკვევა, თუმცა მოგვიანებით, ოჯახის ახლობლებად მონათლული პირები ყოველნაირად შეეცადნენ  დედაქალაქიდან მისასამძიმრებლად ჩასული ხალხი არ შეეშვათ. განსაკუთრებით ვინმე ჯარჯი აქტიურობდა. ამას მოჰყვა სოლომონ ქიმერიძის დასაფლავების დღეს მომხდარი შეხლა-შემოხლა. მოზარეებმა თუ მათმა „ახლობლებმა“ ჟურნალისტებზე გაიწიეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთ-ერთმა კი ისიც დაიქადნა, ნეტავ, იარაღი მქონდეს, დაგცხრილავდითო.    

სოფელ ქვიშხეთში „მაესტროს“ ჟურნალისტების შეურაცხყოფის გამო ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. ადვოკატი აცხადებს, რომ ამ ფაქტების ამსახველი ვიდეომასალა გააჩნია, რის საფუძველზეც   ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლაში მონაწილე პირთა სისხლის სამართლის წესით დასჯა უნდა მოხდეს. მით უფრო, რომ „მაესტროს“ ოპერატორმა მოახერხა ყველა იმ სუბიექტისა და პირის გადაღება, რომლებმაც ძალადობრივი ქმედება ჩაიდინეს. მომხდართან დაკავშირებით Presage.tv ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას და უფლებადამცველ ლია მუხაშავრიას ესაუბრა. დიმიტრი გაბუნიამ  სოლომონ ქიმერიძის დაკრძალვის დღეს სოფელ ქვიშხეთში ჟურნალისტების ჩასვლის დღე გაიხსენა.

მისი თქმით, ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტები, ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტებთან ერთად, ქვიშხეთში დაკრძალვის ფაქტის გადასაღებად ჩავიდნენ.

„შალვა რამიშვილის გადამღები ჯგუფის ჩასვლის შემდეგ, სოლომონ ქიმერიძის გასვენების დღეს, ქვიშხეთში ცალკე გადამღები ჯგუფი ჩავიდა. იქ მათ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, აჟიტირებული ადამიანების ჯგუფი დახვდა. მათ შორის, ხანშიშესულნი და საშუალო ასაკის ადამიანებიც იყვნენ. დაახლოებით 8-10 კაცი, ვინმე „ჯარჯები“ აქტიურობდნენ და უკრძალავდნენ გადაღებას. ოპერატორმა ფარულად მაინც მოახერხა გადაღება, რადგან აშკარად რომ დაენახათ, კამერას წაართმევდნენ, დაულეწავდნენ. ვერ გეტყვით, ვინ არიან ისინი, მაგრამ ძალიან კარგად ჩანს მათი სახეები, ისინი ხვალვე უნდა მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რათა ჟურნალისტებზე მსგავსი სახის ზეწოლა შემდგომში აღიკვეთოს,“- გვითხრა ადვოკატმა.

კადრებში ასახულია, თუ როგორ ართმევენ ჟურნალისტ გოგონას მიკროფონს, ხელებს უგრეხენ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეირაცხყოფას აყენებენ. ერთ-ერთი ადამიანი კი იძახის, ახლა იარაღი რომ მქონდეს, დიდი სიამოვნებით დაგცხრილავდითო. ოპერატორსაც პრობლემები შეუქმნეს, იგინებოდნენ. ადვოკატის თქმით, ეს პირდაპირ სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლით დასჯას ითვალისწინებს, სადაც წერია, რომ ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

„მოგვიანებით „ოპელის“ ტიპის მანქანამ ისინი სოფლიდან გააგდო და ხაშურამდე გამოაცილეს. ვერავის დავადანაშაულებთ, რომ ასეთი დახვედრა, რაღაცნაირად, ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს უკავშირდება, რადგან არცერთ ადამიანს ფორმა არ ეცვა, მაგრამ ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთვარია, რომ ჟურნალისტზე მსგავსი ტიპის ქმედების შემთხვევაში, პროკურატურამ რეაგირება უნდა მოახდინოს და ნებისმიერმა პირმა ჟურნალისტზე ზეწოლის გამო პასუხი აგოს. ალბათ, ახლა უფრო გამწვავდება სიტუაცია. შეიძლება, არ მოგწონდეს ესა თუ ის ტელეკომპანია, მაგრამ არ გაქვს უფლება, მის ჟურნალისტს ხელები გადაუგრიხო და მიკროფონი წაართვა“.

დიმიტრი გაბუნიას თქმით, მართალია, ეს ადამიანები აცხადებენ, თითქოს ოჯახის ახლობლები არიან, მაგრამ კადრებში კარგად ჩანს, რომ ოჯახის წევრებს არ იცნობენ. ადვოკატის მოსაზრებით, ოჯახის წევრებს, უბრალოდ, შეეძლოთ, კორექტულად ეთქვათ, არ გვინდა, რომ გადაიღოთ, ჩვენი უბედურებაც გვეყოფა და წაბრძანდითო. ასეთ შემთხვევაში, ჟურნალისტი ვალდებული იყო, წამოსულიყო.

„ჟურნალისტს იქ არ უძალადია, გინდათ თუ არა, შემიშვითო, პირდაპირ აგრესიაზე, დედის გინებაზე, მიკროფონების ჩამორთმევაზე, შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. ამიტომაც შევიტანე განცხადება პროკურატურაში. სამართლიანობის მისაღწევად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. იმის გამო, რომ მაინც არავინ არაფერს გამოიძიებს, გაჩერებას არ ვაპირებთ. ეს პირები უნდა დაისაჯონ. როგორც იურისტი ვაცხადებ, რომ ქიმერიძის დაღუპვასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი საეჭვო გარემოებაა“, - გვითხრა გაბუნიამ.

ადვოკატს აეჭვებს ის ფაქტი, რომ პოლიციის შენობაში შესული საღ-სალამათი ადამიანი მიცვალებული გამოიტანეს.

„პროკურატურის განცხადება ვნახე, იქ წინასწარი ექსპერტიზის დასკვნაცაა, რომ ეს ვარდნის შედეგად არისო. თურმე ადამიანი რეანიმაციაში რომ იყო, ვიღაცამ ჰკითხა, ჩამოვარდი, კაცოო? ქიმერიძე თურმე დასთანხმებია და ისე გარდაცვლილა. თუმცა გარდაცვლილის სახე როდესაც ვნახე, ჩამოვარდნილის არაფერი ეტყობოდა. თუ დანაშული მოხდა, უნდა გამოიძიონ, რადგან ამის უბრალოდ გატარება უარეს შედეგს მოიტანს“.

დიმიტრი გაბუნიას თქმით, საქმეს აუცილებლად ექნება სტრასბურგის პერსექტივა, თუმცა ოჯახის წევრებმა უნდა იაქტიურონ. მეტიც, თუ ოჯახის წევრები პასიურები იქნებიან, საზოგადოება ვერაფერს გააკეთებს. შესაძლოა, პოლიციის ან შსს-ს მიმართ სამოქალაქო საზოგადოებამ საქმის დამოუკიდებელი გამოძიება მოითხოვოს, მაგრამ, ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე, სტრასბურგში საქმეს ვერავინ აღძრავს.

„ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი, ადვოკატი ლია მუხაშავრია  სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებას უმძიმეს ფაქტად აფასებს.

„თუ უბედური შემთხვევა პოლიციელის და საჯარო მოხელის ბრალით არ მომხდრა, მაშინაც კი სახელმწიფომ მომხდარი უნდა გამოიძიოს და სარწმუნო და დამაჯერებელი განმარტება მისცეს, რა დაემართა ადამიანს. ვიდრე ეს არ გაკეთდება, ყველანაირი განცხადება უსაფუძვლო და უკანონოა და ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენელმა ყოველგვარი კომენტარისგან თავი უნდა შეიკავოს. აღმაშფოთებელია, რომ, ერთი მხრივ, სიცოცხლის უფლების დარღვევაზე ვსაუბრობთ და, მეორე მხრივ, მედიას არ აძლევენ საშუალებას, ეს ფაქტი გააშუქოს, რომლითაც მთელი ქვეყანა დაინტერესებულია. მომხდარი ფაქტი მომეტებული საჯარო ინტერესის საგანია, ეს უფრო უმატებს უფლებამოსილებას მედიას, რაც შეიძლება, დეტალურად, გამოწვლილვით გააშუქოს ინფორმაცია. ამიტომ ნებისმიერი ჩარევა მათ საქმიანობაში მძიმე დარღვევაა“, - გვითხრა ლია მუხაშავრიამ.

ადვოკატის თქმით, ყველასთვის აშკარაა, რომ ნებისმიერი პირის დაკავების დროს, როდესაც მანქანაში სვამენ დაკავებულს, თავზე ხელს ადებენ, რათა მან შემთხვევით, უნებლიე დაზიანება არ მიიღოს. მით უფრო, ფრთხილი და სათუთი მოპყრობა უნდა განხორციელდეს პირის მიმართ, როდესაც ის შედის პოლიციის შენობაში, სადაც მისი თავისუფლება შეზღუდულია.

„დავუშვათ, თვითმკვლელობა მოხდა, ამ შემთხვევაშიც, პასუხისგებლობა მაინც სახელმწიფოსა და პოლიციას ეკისრება, რადგან არ უზრუნველყო თვითმკვლელობის თავიდან აცილება. თუმცა, ჯერ ამაში უნდა დავრწმუნდეთ, რომ იქ თვითმკვლელობა მოხდა. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, გამოცდილება მკარნახობს, რომ ასეთი მრავლობითი დაზიანებები ადამიანს გადმოვარდნით არ უნდა ჰქონოდა. და მაინც, თუ გადმოვარდნა მოხდა, პასუხისმგებლობა იმ პოლიციელებზეა, რომლებიც იმ დღეს სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ“.

ამასთან, ლია მუხაშავრიას ეეჭვება, პოლიციის შენობაში კიბეები ან გასასვლელები  ისეთნაირად იყოს მოწყობილი, რომ ადამიანი იქიდან გადმოვარდეს.

„დავუშვათ, შიგნით ვიდეოკამერები არ არის დამონტაჟებული, ყველა ასეთი საეჭვო ფაქტი დეტალურად უნდა გამოიძიონ. ამ საქმეს სტრასბურგის პერსექტივა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ახლობლები გასაჩივრებისგან თავს იკავებენ, ეს არ გახლავთ ხანდაზმული დანაშული, ეს უმძიმესი დანაშაულია, რომლის გასაჩივრებაც 5-10-15 წლის შემდეგაც შეიძლება“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.