საქართველოში სასაზღვრო და საპოლიციო კონტროლი გამკაცრდება

საქართველოში სასაზღვრო და საპოლიციო კონტროლი გამკაცრდება

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ასევე შეთანხმდნენ დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღებაზე, ანუ კონტროლის გაძლიერებაზე, - ამის შესახებ გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"მე ჩემი მიმართულებით შემიძლია გითხრათ, რომ კონკრეტულად გამკაცრდება სასაზღვრო რეჟიმი, როგორც გამშვებ პუნქტებზე, ასევე მწვანე ზოლზე, ასევე გაძლიერდება საპოლიციო კონტროლი და ჩვენ მუდმივად კომუნიკაციაში ვიქნებით ჩვენს პარტნიორ მეგობარ ქვეყნებთან, სამართალდამცავ უწყებებთან", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.