პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ნატო-ს ქვეყნების სამხედრო ატაშეებს ხვდება.
ირაკლი სესიაშვილი სტუმრებს თავდაცვის კომიტეტის მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას აცნობს.
შეხვედრის დაწყებისას დეპუტატმა საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტები დაგმო და ნატო-ს ქვეყნების სამხედრო ატაშეებთან ერთად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
შეხვედრა მედიისთვის დახურულია.