ამერიკული ავიამზიდი „ჰარი ტრუმანი“ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო

ამერიკული ავიამზიდი „ჰარი ტრუმანი“ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო

ბირთვული შეიარაღებით აღჭურვილი ამერიკული ავიამზიდი „USS Harry S. Truman“ ახლო აღმოსავლეთისკენ დაიძრა, რათა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთოს.

ხომალდი სპარსეთის ყურეს დეკემბრის შუა რიცხვებში მიუახლოვდება. ახლა ჩინოვნიკები ისლამისტებზე დარტყმების განსახორციელებლად აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში მისი დისლოკაციის შესაძლებლობებს განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს რუსეთის ფლოტმა ტერორისტების 11 სამიზნეზე სირიაში 26 სარაკეტო გასროლა განახორციელა. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად სამხედრო გემების გამოყენებას გეგმავს საფრანგეთიც.