პარიზის პოლიცია სენ-დენიში სპეცოპერაციას აბდელჰამიდ აბააუდის დაკავების მიზნით ატარებს

პარიზის პოლიცია სენ-დენიში სპეცოპერაციას აბდელჰამიდ აბააუდის დაკავების მიზნით ატარებს

სპეცოპერაცია, რომელიც პარიზში, სენ-დენის რაიონში მიმდინარეობს, პარიზის 13 ნოემბრის ტერატქების სერიის სავარაუდო ორგანიზატორის აბდელჰამიდ აბააუდის დაკავებას ემსახურება.

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის აბააუდი, რომელიც არსებული ინფორმაციით სირიაში იმყოფებოდა, საფრანგეთში მომხდარი ტერაქტების სერიის ორგანიზატორია.

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თანაშემწემ ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში კოლინ კალმა ტელეკომპანია CNN-ის ეთერში განაცხადა, რომ ამერიკის სადაზვერვო სამსახურების მიერ მიწოდებული ინფორმაციით დასტურდება აბააუდის კავშირი პარიზის ტერატქებთან.

ბაიდენის თანაშემწის განცხადებით, ვაშინგტონის მონაცემებით აბააუდი სირიაში იმყოფება, თუმცა ამის მიუხედავად მას პარიზის პოლიცია სენ-დენის რაიონში ეძებს.

პოლიციის ხელთ არსებული ბოლო მონაცემებით, პარიზის ტერაქტებში სულ 9 ადამიანი მონაწილეობდა. მათგან ორი აბდესლამ სალაჰი და აბდელჰამიდ აბააუდი მიმალვაში იმყოფებიან. მათზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.