მუნიციპალიტეტის გამგებლის რობიზონ გვენეტაძის თქმით, დაახლოებით 4 ბალამდე მიწისძვრა მუნიციპალიტეტში გვიან ღამით დაფიქსირდა.
„მთელი ღამის განმავლობაში, შემოვიარეთ სხვადასხვა ობიექტები. საბედნიეროდ, მიწისძვვრას ნგრევა არ მოჰყოლია და ბუნებრივია, არც მსხერპლი. გადავრჩით, არ იყო ძლიერი მიწისძვრა“, - აცხადებს ტყიბულის გამგებელი.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულის რაიონის დაბა ხარისთვალასთან წუხელ მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.