ნიგერიაში ტერაქტების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში ტერაქტების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში ტერაქტების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 80-მდე დაშავდა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, აფეთქება ქვეყნის აღმოსავლეთში, ქალაქ იოლას ბაზრის ტერიტორიაზე, საღამოს საათებში მოხდა. თვითმხილველების ცნობით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხმა მთელ ქალაქში ისმოდა. 
პასუხისმგებლობა ტერაქტზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც "ბიბისი" წერს, მსგავსი ტიპის ტერაქტებს ნიგერიაში, როგორც წესი, ექსტრემისტული დაჯგუფება "ბოკო ჰარამი" აწყობს. 
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში მებრძოლებმა სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის ბაზრებსა და მეჩეთებზე თავდასხმები გაახშირეს. 
მიმდინარე წლის მარტში, დაჯგუფებამ "ისლამური სახელმწიფოს" ერთგულების ფიცი დადო.