ირაკლი ღარიბაშვილი უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომას მართავს

ირაკლი ღარიბაშვილი უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომას მართავს

მთავრობის ადმინისტრაციაში უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს , რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
სხდომას საბჭოს წევრები სრული შემადგენლობით ესწრებიან. კერძოდ, მასში მონაწილეობნე უსაფრთხოებისა დაა კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი დავით სუჯაშვილი, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხზე იმსჯელებს. სხდომის დაწყების წინ კომენტარები არ გაკეთებულა.