პარიზის გარეუბანში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს

პარიზის გარეუბანში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს

პარიზის სენ-დენის გარეუბანში, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია ტარდება, სროლის ხმა ისმის. ფრანგული ტელეკომპანია BFMTV-ის ცნობით, დაჭრილია რამდენიმე სამართალდამცველი. მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 
როგორც "ბიბისი" წერს, ოპერაცია სენ-დენიში პარიზის ტერაქტებს უკავშირდება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, რომელსაც რადიო მონტე კარლო ავრცელებს, ოპერაცია ტერაქტებთან კავშირში მყოფი მთავარი ეჭვმიტანილის - აბდელჰამიდ აბაუდის დაკავებას უკავშირდება.