ირაკლი სესიაშვილი - საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდება იმ გამოწვევებზე, რაც პარიზის ტერაქტის შედეგად წარმოიშვა

ირაკლი სესიაშვილი - საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდება იმ გამოწვევებზე, რაც პარიზის ტერაქტის შედეგად წარმოიშვა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დღის წესრიგზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ, მით უმეტეს ეს სხდომა არ იქნება საჯარო, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა. 
მისი თქმით, საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართება, ბევრი საკითხი დაისმება. კერძოდ, მიმდინარე ვითარება როგორ, რა ინფორმაციას ფლობს უსაფრთხოების სამსახურები, ასევე საუბარი იქნება შემდგომ გეგმებზე. 
"ამ უწყების კიდევ უფრო გაძლიერებაზე, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ გამოწვევებზე, იმ რისკებზე, რაც შეიძლება უკვე პარიზში განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით წარმოიქმნას მსოფლიოში, რეგიონში და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ მოგვიწევს ძალიან ბევრ საკითხზე ერთდროულად მსჯელობა, რათა უკვე პრემიერმა, როგორც მთავრობის მეთაურმა მიიღოს გადაწყვეტილებები და განისაზღვროს სამოქმედო გეგმა", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.