დღეს გახდება ცნობილი, დაიკითხება თუ არა სერგო თეთრაძის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია.
აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს გუშინ თეთრაძის საქმეზე ბრალდებული ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა მიმართეს. გარდა ამისა, ადვოკატებს რამდენიმე შუამდგომლობა ჰქონდათ, მათ შორის ისინი მოითხოვენ საქმეზე ევროსაბჭოს რეზოლუციის დართვას, რომლის მიხედვითაც ბაჩო ახალიასთვის თეთრაძის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა, უკანონოა. გარდა ამისა, ადვოკატებმა დღესვე ითხოვეს ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს. რამდენიმე შუამდგომლობას, რომელიც დაცვის მხარემ დააყენა, შეეწინააღმდეგა პროკურატურა. მოსამართლე ლელა შკუბულიანი კი სათათბიროდ გავიდა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სასამართლო სხდომა დღეს, 16:00 საათისთვის გადაიდო. სწორედ დღევანდელ სხდომაზე გახდება ცნობილი დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე დაცვის მხარის შუამდგომლობებს.