საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები განიხილა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" კრემლზე დაყრდნობით იუწყება. სატელეფონო საუბარი ფრანგული მხარის ინიციატივით გაიმართა.
პრეზიდენტები შეთანხმდნენ, დაამყარონ უფრო მჭიდრო კონტაქტები სამხედრო უწყებებსა და ორივე ქვეყნის სპეცსამსახურებს შორის სირიაში ოპერაციის დროს.
პუტინმა დღეს რუს სამხედროებს უკვე დაავალა ფრანგ კოლეგებთან ურთიერთობები სირიაში ოპერაციის ზონაში. საუბარი იმაზე, რომ რუსეთის სარაკეტო კრეისერმა "მოსკოვმა" კოორდინირება განახორციელოს ფრანგულ ავიამზიდთან.
საუბრისას პუტინი და ოლანდი შეთანხმდნენ პირისპირ შეხვედრაზეც, რომელიც მოსკოვში 26 ნოემბერს გაიმართება. მანამდე კი ოლანდი აშშ-ს პრეზიდენტს 24 ნოემბერს ვაშინგტონში შეხვდება, რომელზეც ტერორიზმთან ბრძოლის თემაზეც იმსჯელებენ.