უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, ევროკავშირის მაღალი რანგის წარმოამდგენლებს თურქეთიდან თვითმფრინავით მგზავრობის უფლება არ მისცეს

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, ევროკავშირის მაღალი რანგის წარმოამდგენლებს თურქეთიდან თვითმფრინავით მგზავრობის უფლება არ მისცეს

ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, ორშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს თურქეთიდან თვითმფრინავით მგზავრობის უფლება არ მისცეს, რადგან არსებობდა ავიალაინერის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ეჭვები. ევროკავშირის ლიდერები ანტალიაში გამართული G20-ის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ბელგიის საჰაერო ძალების მიერ უზრუნველყოფილი კერძო თვითმფრინავით ბრიუსელში დაბრუნებას გეგმავდნენ. მათ განუცხადეს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ეჭვების გამო, უნდა დალოდებოდნენ სხვა თვითმფრინავს, რომელიც მათთვის დღეს, ანტალიაში, სავარაუდოდ შუადღეზე უნდა ჩაფრენილიყო, - აცხადებენ ევროკვშირის ოფიციალური წარმომადგენლები. ამ საკითხს უკვე იძიებენ თურქეთის შესაბამისი უწყებები. „როიტერსის“ კორესპონდენტი იუწყება, რომ სხვა რეისები განრიგის შესაბამისად ხორციელდება.

თურქეთიდან დაგვიანებით გამგზავრების გამო, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრების განრიგი შეიცვალა.

http://www.reuters.com/article/2015/11/16/g20-turkey-eu-grounded-idUSL8N13B57M20151116