„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქათველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პირველი საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში გახსნეს.
აჭარის მასშტაბით დაგეგმილია 4 კონფერენციის ჩატარება, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 9კონფერენცია გაიმართება.
“ჩვენ დავიწყეთ მთელი საქართველოს მასშტაბით კონფერენციების ჩატარება. დღეს დავიწყეთ აჭარაში და გვექნება სამ მუნიციპალიტეტში: შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში, სადაც ავირჩევთ პარტიის თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებს და ეს პროცესი გაგრძელდება ქვეყნის მასშტაბით. თქვენ იცით , რომ ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა პარტიის გაძლიერებაზე, პარტიის სტრუქტურულად ჩამოყალიბებაზე, ამ მიმართულებით ჩვენ გარკვეული პრობლემები, ხარვეზები გვქონდა, რადგან სულ საარჩევნო პროცესში ვიმყოფებოდით, თუმცა დღეს გვაქვს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ პარტია სტრუქტურულად გავაძლიეროთ და მოვემზადოთ 2016 წლის საპარლამენტო არჩვენებისათვის.“ - განცხადა შუახევის მუნიციპალიტეტში კონფერენციის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ.