რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყველას აფრთხილებს, რომ ვინც რუსულ სამგზავრო თვითმფრინავზე განხორციელებულ ტერაქტთან კავშირში მყოფ პირებს დახმარებას გაუწევს, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ამის შესახებ პუტინმა ავიალაინერის კატასტროფის გამოძიების შედეგებზე მიძღვნილ თათბირზე განაცხადა.
"ვთხოვ ყველა ჩვენს სპეცსამსახურს, ამაზე გაამახვილოს ყურადღება", - განაცხადა პუტინმა და იქვე დასძინა, რომ რუსეთს, ტერაქტთან კავშირში მყოფი პირების გამოვლინებისა და დასჯის საკითხში პარტნიორების იმედი აქვს.
"ვთხოვ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართოს ყველა ჩვენს პარტნიორს, ჩვენ გაეროს წესდების 51-ე სტატიის შესაბამისად ვიმოქმედებთ, რომელიც აძლევს სახელმწიფოს უფლებას, თავი დაიცვას", - განაცხადა პუტინმა.
როგორც დღეს თათბირზე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა, ლაინერის ჩამოვარდნა ბორტზე დამონტაჟებული თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებამ გამოიწვია.