მოსკოვმა ეგვიპტეში რუსული ლაინერის ჩამოვარდნას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა

მოსკოვმა ეგვიპტეში რუსული ლაინერის ჩამოვარდნას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ეგვიპტეში რუსული ლაინერის A321-ის კატასტროფას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

განცხადება ამის შესახებ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა.

"ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტერორისტული აქტია", - აღნიშნა ბორტნიკოვმა და დასძინა, რომ ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს ექსპერტიზა იძლევა, რომელმაც თვითმფრინავის ელემენტებსა და პირად ნივთებზე ასაფეთქებელი საშუალების კვალი აღმოაჩინა.

რუსული ავიაკომპანია "ოგალიმავიას" ლაინერი Aირბუს А-321 სინაის ნახევარკუნძულზე, პროვინცია ჩრდილო სინაის მთიან რაიონში, ქალაქ ელ-არიშის სიახლოვეს 31 ოქტომბერს ჩამოვარდა. შედეგად ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 25 ბავშვი.