რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2016-2020 წლების თავდაცვის გეგმას მოაწერა ხელი. დოკუმენტი ძალაში შევიდა.
როგორც "ბიბისი" წერს, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი აცხადებდა, რომ თავდაცვის გეგმა დასავლეთის ახალი მიდგომებისა და მეთოდების გათვალისწინებით შემუშავდა.
მისი სიტყვებით, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სტრატეგიული ბირთვული ძალების ხარისხის ამაღლება გახდება. გეგმის ფარგლებში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი ორ წყალქვეშა სარაკეტო კრეისერს "ვლადიმერ მონომახსა" და "ალექსანდრ ნევსკის" მიიღებს.