ამერიკის 11 შტატი სირიელი დევნილების მიღებაზე უარს აცხადებს

ამერიკის 11 შტატი სირიელი დევნილების მიღებაზე უარს აცხადებს

ტეხასის, მიჩიგანის, ფლორიდას, ილინოისის, ჩრდილოეთ კაროლინას, ლუიზიანიას, ინდიანას, არკანზასის, არიზონას, ალაბამასა და მასაჩუსეტსის შტატები სირიელი დევნილების მიღებაზე უარს აცხადებენ.

ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა, რომ აშშ არ აპირებს საკუთარი გეგმები შეცვალოს სირიელი დევნილების მიღებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ძველებურად ვგეგმავთ პრეზიდენტის გეგმის მიხედვით ვიმოქმედოთ და 2016 წელს მინიმუმ 10 ათასი სირიელი დევნილი მივიღოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას მოვახერხებთ ისე, რომ უსაფრთხოებაც ვუზრუნველვყოთ“, - განაცხადა მარკ ტონერმა და დასძინა, რომ ქვეყანაში შემოსული დევნილები ყველაზე დეტალურ შემოწმებას გადიან, რაშიც ერთდროულად რამდენიმე უწყებაა ჩართული.