ფოთს ქარბორბალამ გადაურა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, რუხაძის ქუჩაზე ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს სახურავი მთლიანად გადახადა, დაზიანებულია კერძო საცხოვრებელი სახლები. მოსახლეობა დახმარების მოლოდინშია.
ადგილობრივ მთავრობაში სპეციალური შტაბი შეიქმნა, რომელიც ზარალს დაითვლის.
ქარბორბალა ფოთში რამდენიმე წუთი გაგრძელდა. ზღვის ღელვა ამ დროისთვის 5-6 ბალს შეადგენს.