ზაზა პაპუაშვილმა საპარლამენტო უმცირესობას მხდალები და გამყიდველები უწოდა

ზაზა პაპუაშვილმა საპარლამენტო უმცირესობას მხდალები და გამყიდველები უწოდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა უმცირესობის დეპუტატებს გამყიდველები და მხდალები უწოდა.

როგორც პლენარულ სხდომაზე პაპუაშვილმა განაცხადა, ოპოზიციის წევრები პარლამენტში ძირითადად პოლიტიკურ ოპონენტებს მოძღვრავენ, რაც მოსაწყენია.

,,აქ ისევ დამოძღვრას ვისმენთ რაც საკმაოდ მოსაწყენია. ახდენენ თავიანთ, ვითომ ვაჟკაცობის დემონსტრირებას. საქართველომ კარგად ნახა მათი ვაჟკაცობის ხარისხი. დღე-ნახევარში დასრულებული ომი და ლიდერი, რომელიც ახლა კიევში არის, გაქცეული ბრძოლის ველიდან. თქვენს დროს მოხდა 11 კილომეტით საზღვრის გადმოწევა და ეს ყველაფერი ვინ დაგვიტოვა მემკვიდრეობით? ამაზე გამეცით პასუხი. ერთ რაღაცას გთხოვთ, ირონიასაც, იუმორსაც თავისი ადგილი აქვს, მაგრამ კიდევ გაფრთხილებთ და გეუბნებით, რომ ,,პეშკები", მხდალები და გამყიდველები ხართ თქვენ", - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო ურთიერთობასთან და ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით უმცირესობის პოლიტიკური დებატები მიმდინარეობდა.