სერგო რატიანი ქვეყნის საგარეო მიმართულებაზე პოლიტიკური დებატების გამართვას აუცილებლად მიიჩნევს

სერგო რატიანი ქვეყნის საგარეო მიმართულებაზე პოლიტიკური დებატების გამართვას აუცილებლად მიიჩნევს

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის, სერგო რატიანის განცხადებით, ქვეყნის საგარეო მიმართულებასთან დაკავშირებით, პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვა აუცილებელია.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საგარეო მიმართულების ცვლილება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სახიფათოა.

,,ორი წელია რაც ,,ნაციონალური მოძრაობა" გაიძახის, რომ ,,ქართული ოცნების" ხელისუფლება საგარეო ვექტორს ცვლის, რაც სახიფათოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. Aამიტომ უნდა იყოს დებატები პარლამენტში და სჯა-ბაასი ამასთან დაკავშირებით. საშიანაო და საგარეო მიმართულებაზე პარლამენტმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს", - განაცხადა რატიანმა.

პარლამენტში უმცირესობის ამ მოთხოვნას უმრავლესობის დეპუტატები არ ითვალისწინებენ და ისინი დებატების გამართვის აუცილებლობას ვერ ხედავენ.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს.

ამის შესახებ აბაშიძემ სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს და ბრიუსელში, მოსკოვსა და თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, თუ ნატო საქართველოს ალიანსში "ჩათრევის" პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს.