გასულ კვირას ქართული ინტერნეტფორუმების სივრცეში, ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. ჩვენს პრესა.გეს საიტზე განთავსებულ სტატიებს დაემატა კომენტარების ფანჯარა, რამაც ქართულ ინტერნეტ–სივრცეში ახალი, დამატებითი ფორუმული გარემო შექმნა. სტატიებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები შემდგომში სხვა ინტერნეტფორუმებზე არსებულ “პოსტებთან“ ერთად, სისტემატიურად მოხვდება ხოლმე ჩვენს მიმოხილვებში.
სტატიაზე, სათაურით: “გაერო დევნილების დამაწიოკებელ მთავრობას მოძღვრავს“, ფორუმელი მარინა წერს:
“25 მილიონი კიდევ ვალი უნდა ავიღოთ დევნილებისთვის?! ადრე გამოყოფილი დახმარების მეათედიც კი საკმარისი იქნებოდა მათთვის ნორმალური პირობების შესაქმნელად! მაგრამ, ის ფულები უკვე შეჭამეს და ახლა ახალი სალაფავი ჭირდებათ!
ისე სხვათაშორის, დევნილებზე უარეს დღეში არის საქართველოს ყოველი მოქალაქე, მათ გარდა, ვინც “ნაცებს“ არ არის მიტმასნილი! იმ ხალხმა რა დააშავა! მეც ლტოლვილად ვგრძნობ თავს. იძულებული გავხდი ოჯახით საზღვარგარეთ გადავხვეწილიყავი მხოლოდ იმიტომ, რათა შიმშილით არ დამხოცვოდა შვილები! არასდროს არცერთი პოლიტიკური გაერთიანების წევრი არ ვყოფილვარ! არც ზვიადისტი, არც შევარდნაძისტი და არც არავისტი. მინდოდა მშვიდად მეცხოვრა ჩემს ქვეყანაში, რისი საშუალებაც ვაიპოლიტიკოსებმა არ მომცეს“
ალბათ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან: საქართველოში მშიერი ადამიანი ვინმეს გინახავთ?! როგორც ჩანს ჩვენს ქვეყანაში შიმშილიც კი მოდელირებულია!
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული, როგორც “მეორე ენა“ უნდა გახდეს.
ალეკო: “რას დაარქმევ ქართულ ენას, მეორე თუ პირველხარისხოვანს ამას ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია სახელმწიფო უწყებებმა სცენ პატივი, მათ შორის პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა და მოეშვან უცხოური სიტყვების გაუთავებელ ფრქვევას პრესითა თუ ტელევიზიის საშუალებით. როგორც შენ აფასებ შენს ენას, ისე დააფასებენ სხვებიც.
თუ ეს "ორენოვანი" წიგნები დაგვეხმარებიან ეროვნულ უმცირესობათა შორის ქართულის გაძლიერების საქმეში? მაგას რა აჯობებს, თუმცა უფრო მეტი აქტიურობა გამოვიჩინოთ და ყველამ უნდა იგრძნოს, რომ ქართული სახელმწიფოს მოქალაქეა მიუხედავად მისი წარმომავლობისა. კეთილი ინებონ და ისწავლონ ქართული ენაც...“
ქართველი ბავშვები პირველ კლასიდან ინგლისურ ენას უნდა სწავლობდნენო, და არაქართველს ქართული ენის სწავლა რომ არ მოვთხოვოთ, რა არის ამაში გასაკვირი?!
ისეთ კომენტარს გადავაწყდით სტატიაზე: “ეკა ბესელია სააკაშვილს მადლობას არ უხდის და შეურიგებელი რჩება“, რომ სავარაუდოდ ბევრს არ მოეწონება. მაგრამ ეს “ბევრი“ მთლიანობაში მაინც უმცირესობაა.
ქართველი: “ოდითგანვე მოგვდგამდა გაუტანლობა, შუღლი და ღალატი. ცოტა იყო საქმის გამკეთებელი და ბევრნი მოქილიკენი და ზურგში შუბის ჩამცემი..როცა სკოლის მოსწავლეზე იტყვი ,“ლაწირაკია" და რა მოხდა მერე, ყოფილიყო სადაც იყო, რატომ ირჯებოდა დედა შვილისთვისო, ასეთის არც მოსმენა ღირს ალბათ არაფრად და თავგანწირვა ხომ მით უფრო... ამიტომაც – კიდევ დიდხანს გეყოლებათ სააკაშვილი. თუმცა თქვენ ეს ალბათ არც გაწუხებთ...“
“სააკაშვილი რამდენი ხანი იქნება, ეს არავის საქმე არ არის!“ – ამ სიტყვებს მე არ ვამბობ. “მათი საქმე რომ არ არის“ ისინი ამბობენ... .
სტატიაზე – „საპარლამენტო კონტროლი თავდაცვის სფეროზე - საერთაშორისო ვალდებულება თუ აუცილებლობა“ გამომხმაურებელი, ინკოგნიტოდ დარჩენილი ადამიანი ამბობს, რომ “ნატო“ შემოგდებული ბლეფი იყო.
"ნატო" რომ შემოგდებული ბლეფი იყო, ეს გასაგებია. სააკაშვილს,"ნატოში"შესვლა რომ ნდომოდა, მილიარდებს არ გაფლანგავდა საკუთარი კეთილდღეობისათვის და თავდაცვის ყველა მინისტრებთან ერთად.თავდაცვის სამინისტრო ფულის გასათეთრებელი ბირჟა იყო და არის. არაფერი შეიარაღებული ძალებისთვის არ კეთდებოდა და არ კეთდება დღესაც.
რად უნდა სააკაშვილს ჯარი? ის კი არ აშენებს, ანგრევს ამ ქვეყანას. რაც შეეხება თეონა აქუბარდიას, ერთს ვურჩევ: პარლამენტში ტყუილად ეძებს რაიმე საკითხების გარკვევას. მისამართი გეშლებათ! პარლამენტი მიშას ფუნქციადაკარგული საბავშო ბაღია. თუ რამე საკითხების გარკვება გინდა, თვითონ "ალი-ბაბასთან" უნდა გაარკვიო. საქართველოს მთელი ძალაუფლება და ფინანსები "ალი-ბაბასა და 40 ყაჩაღის ხელშია“
არ ვეთანხმები ამ შედარებას. მიშა “ალი ბაბაზე“ მეტად, სხვა ზღაპრის გმირს ჰგავს. მუჭანახევარაზე არ გიფიქრიათ?
საბჭოთა კავშირი რომ არ დანგრეულიყო, რა მოხდებოდა? ანუ, კიდევ ერთი მოდელირებული ისტორია.
ძვიძვი: “რატომღაც არავინ ლაპარაკობს ამ თემაზე. .არადა, 70 წელი ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირში, შეძლებისდაგვარად სწავლობდნენ, იბრძოდნენ, შრომობდნენ... იმ პერიოდში დაიბადა ჩვენი თაობის უმრავლესობაც. არ მიმაჩნია სწორად მთელი ამ პერიოდის ერთმნიშვნელოვნად "მონობად" გამოცხადება.
ეს გვაკომპლექსებს ზუსტად: ვის რაში უნდა მონების შთამომავალი იყოს?
ფაქტია, რომ გვაქვს ბევრი გასახსენებელი. ბევრი სამარცხვინო და ბევრიც სასახელო.
მაინტერესებს, სად და როგორ ვიქნებოდით ახლა ჩვენ, როგორი იქნებოდა საქართველო 1991 წელს რომ არ მომხდარიყო ის, რაც მოხდა? რა იქნებოდა უკეთესად და რა - უარესად? თქვენი აზრი მაინტერესებს“
რა იქნებოდა და ვიბრძოლებდით არა საკუთარი ინტერესებისათვის არამედ საბჭოთა კავშირისთვის. ვიშრომებდით პარტიისათვის, რომლისთვისაც მთავარი იყო შიში და ზეწოლა.
არ დაიჯერებთ და, ერთ–ერთ ქართულ ფორუმზე გამოჩნდა იმდენად გამბედავი ადამიანი, რომელმაც არამხოლოდ მხედრიონის, ზვიად გამსახურდიას დანაშაულზეც დაიწყო ლაპარაკი.
დიდოუ ნანა: „რამდენიმე დღეა თემაა გახსნილი, სახელწოდებით: “მხედრიონის მხეცობები სამეგრელოში“ და როგორც მოსალოდნელი იყო სულ სხვა მიმართულება მიიღო. იმდენად აეწვათ ზოგზოგიერთებს მხედრიონის ცუდ კონტექსტში ხსენება, რომ დუჟმორეულები აქეთ-იქით აწყდებიან და არაადექვატურ პოსტებს წერენ ხან ვამპირ ზვიადზე, ხან დაუნდობელ ზვიადისტებზე და ხანაც სისხლისმსმელ სამეგრელოს მოსახლეობაზე. რა იცი, იქნებ ისინი მართლა ასეთები იყვნენ? ჰოდა ამ თემაში დაიყაროს ფაქტები, ზუსტად ისეთივე როგორიც მხედრიონის მხეცობებზე იყრება“
აგერ ფაქტებიც: მანანა, გიორგი, ცოტნე, კოკო...
ვთქვათ მოხდა სასწაული და, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადგა. მართლაცდა საინტერესოა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები...
კახეთი: “ვთქვათ და პრეზიდენტი სააკაშვილი გადადგა. გადაწყვიტა დასვენება, წიგნის დაწერა ან სადმე წასვლა ძალების მოსაკრებად. მე დარწმუნებული ვარ ქვეყანაში დაიწყება პოლიტიკური განუკითხაობა. იმედია ვცდები და ჩვენი ოპოზიციის თუ პოზიციის ლიდერებს ეყოფათ გონება და გამჭრიახობა, რომ ცივილიზებულად ჩაატარონ არჩევნები და ქვეყანას შესთავაზონ უკეთესი ეკონომიკური განვითარების კურსი/მიმართულება“
განუკითხაობაზე ვერაფერს ვიტყვი და, თუ რეჟიმი არ შეიცვალა, არავითარი აზრი არ ექნება მიშას წასვლას. თავიდან გაგვიხარდება, შემდეგ კი კვლავ უამრავი პრობლემა გამოჩდება. ამიტომ, სისტემური ცვლილებების მეტი ვერაფერი ვერ გვიშველის.
ოდესმე გიფიქრიათ, რამდენად სწორი იქნება პარტიზანული ბრძოლის დაწყება რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ?
Asmeta1084: “თუ ერთი ადგილი გვაქვს, უნდა ავდგეთ და გავაკეთოთ. თავი რომ არ გვაქვს, იქედანაც ჩანს, ომის დროს 1-2 ლოთი რუსი რომ დაბოდიალობა ხაშურში, ფოთში, სენაკში, ზუგდიდში, გორში, და მიმდებარე სოფლებში, ერთი შემთხვევაც კი არ ყოფილა ვინმეს ყელი გამოეჭრა, რისი პრობლემაც საერთოდ არ იყო. ეს მითუმეტეს გასაკვირია, როდესაც იქ იყო ხალხი, რომლის სახლებიც დაწვეს, დაანგრიეს, მოუკლეს ნათესავები. არც ერთი ჩასაფრება, არც ერთი გაბრძოლება... ახალგორისკენ რომ მიდიოდნენ, არათუ კოლონები, 1-2 მობოდიალე რუსული სამხედრო მანქანაც არ დაუზიანებიათ.
ხოდა ახლა გინდა “ორტ“-ზე გამოაცხადე, გინდა მორბენალ სტრიქონში. ვისაც თავი აქვს (ბასკები, ირლანდიის რესპუბლიკური არმია - ეს ცივილიზებულ ხალხების მაგალითი მომყავს, თორემ ჩეჩენ-ინგუშები რომ ვთქვა, დაიწყება, ეგენი ველურები არიან, მეტი რა საქმე აქვთო) შეძახილების გარეშეც აკეთებენ, ათწლეულები!“
გადით და იპარტიზნეთ მერე ვისაც გული გერჩით და სამშობლო გიყვართ. პარტიზნობას მასობრივი მობილიზაცია არ ჭირდება. შეკარით ოცეული, აიღეთ იარაღი და მტერი აქვეა, 40 კილომეტრში.
მიშას კარის მუსიკოსები. არავითარი მითი. ეს რეალობაა!
ბოცმანი: “ჯერ ერთი რა შოუ ბიზნესი რის შოუ ბიზნესი.. სადაა ქვეყანაში ეს სფერო? ქვეყანაში სადაც გასართობი შოუების 90% სახელმწიფოს მიერ სუბსიდირდება, იქ არის მარტო შოუ და არანაირი ბიზნესი... მერე მეორე, ჯანდაბას, ჩემს მიერ გადახდილი გადასახადებით ჩამოგყავს ვიღაც ტიპი ან ლოკალ უნიჭოს აბღავლებ, დალოცვილო ამ ფულით ვინმე ღირებული ჩამოიყვანე, ეს ნაფტალინი და ბელადის ბავშვობის “სტარები“ არ ამოვიდა ყელში?
ერთის მხრივ მე მავალდებულებენ, რომ გადავიხადო გადასახადები და თუ არ გადავიხდი მიჭერენ, მეორეს მხრივ ჩემს მიერ გადახდილ გადასახადს ასეთ უაზრობებში ხარჯავენ“
არც სოფო ნიჟარაძის ფანები ვართ და არც კრის დე ბურგის კონცერტზე დაგვიხეთქავს ძარღვები ყვირილით... ბიჯოს...