პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტში, კონსტანტინე ბუზალაძე, რომელიც უკვე 4 თვეა, რაც გორის მერის მოვალეობას ასრულებს, წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად განაგრძობს.
კონსტანტინე ბუზალაძის განცხადებით, გორში სხვადასხვა სახის სამუშაოები დასკვნით ფაზაშია გადასული და სულ მალე ქალაქს განაშენიანების გენგეგმა ექნება.
„აქტიურად ვმუშაობთ, სამუშაოების დაახლოებით 70-80 პროცენტი არის დასრულებული, დასკვნით ფაზაშია გადასული და უახლოეს მომავალში ქალაქს ექნება განვითარების გენერალური გეგმა“,- განაცხადა კონსტანტინე ბუზალაძემ.