ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში ირაკლი ოქრუაშვილის ბრალეულობას რამდენიმე მოწმე ადასტურებს. ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ
"პირველი რადიოს" პრესკლუბში განაცხადა. მისი თქმით, იმ დროს გადაცემა "პატრულის" მენეჯერი ქეთი ხოსიტაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ოქრუშვილმა ჩატარებული სპეცოპერაციის კასეტის ნახვა პირადად მოითხოვა.
"ქეთი ხოსიტაშვილი აცხადებს, რომ დონაძეს პირადად მოსთხოვა ირაკლი ოქრუაშვილმა კასეტის მიტანა. ამის შემდეგ შემოვიდა დონაძე ოთახში, გაუშვა ყველა თანამშრომელი და სამონტაჟოში შევიდა", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.
მისივე განცხადებით, ჩვენება მისცა ასევე საქმის ერთ-ერთმა მოწმემ "რუსთავი 2"-ის მოქმედმა ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა.
სოსო რობაქიძე მიიჩნევს, რომ ახალმა ხელისუფლებამ არჩევიდან ექვსი თვის თავზე აუცილებლად უნდა დაიწყოს სამართლიანობის აღდგენა.
ბუტა რობაქიძის მამის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, ამ ხელისუფლებიდან ვიღაც მფარველობს. მისივე თქმით, გურამ დონაძის და ირაკლი ფირცხალავას მიერ ნაჩვენები კასეტის ამერიკაში გაგზავნა უაზრობა იყო.
"დონაძე არის მონტაჟის პროფესიონალი. ის და ფირცხალავა შინაგან საქმეთა სამინისროში შავი მუშები იყვნენ", – აცხადებს სოსო რობაქიძე.
იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გასამართლება უნდა მოხდეს, რადგან იმ ადამიანების მკვლელობაში, რომელიც უკანონოდ დახოცეს სააკაშვილსაც მიუძღვის ბრალი.
"მე პირდაპირ ვაცხადებ - არ მინდა სადმე შევხვდე სააკაშვოლს, რადგან მას ჩემი ხელით მოვკლავ და სამუდამოდ ჩავჯდები ციხეში", – განაცხადა სოსო რობაქიძემ.