ის ამბობს, რომ ელენე ხოშტარია რადიკალი არ არის. წარმოგიდგენიათ როგორი ტყუილი და თვალში ნაცრის შეყრაა ჩვენი საზოგადოებისთვის ეს. თან, იმ პიროვნებისგან, რომელიც ჩვენი მეგობარი გერმანიის წარმომადგენელია საქართველოში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
დეპუტატი ასევე გამოეხმაურა პეტერ ფიშერის განცხადებას, რომ „დიფ სთეითი“ არ არსებობს.
„ჩამოყალიბდნენ გერმანელები, აღიარებენ თუ არა, შეერთებული შტატების პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას ლეგიტიმურ ხელისუფლებად. ან „დიფ სთეითი“ გაიმარჯვებს, ან ამერიკა, - კარგად გვახსოვს ეს ფრაზა აშშ-ის პრეზიდენტისგან. მაშინ სადღაა სიმართლე პეტერ ფიშერის განცხადებაში, სადაც ის ამბობს, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი. ანუ ტყუილს აბრალებს გერმანიის ელჩი დონალდ ტრამპს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.