დიღმის მასივის მესამე კვარტალში მოსასვენებელი სივრცე ეწყობა

დიღმის მასივის მესამე კვარტალში მოსასვენებელი სივრცე ეწყობა

დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის მესამე კვარტლის 39-ე კორპუსის მიმდებარედ, მოსასვენებელ სივრცეს აწყობს.

აღნიშნულ სივრცეში მოეწყობა ბილიკი, განათების სისტემა, დაიდგმება საპარკო ინვენტარი, ასევე, ტერიტორიაზე დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.

პროექტის ღირებულება 80 000 ლარს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.