სპორტული მოედნების რეაბილიტაცია გრძელდება

სპორტული მოედნების რეაბილიტაცია გრძელდება

დიდუბის რაიონის გამგეობა სპორტული მოედნების რეაბილიტაციას განაგრძობს.

ამ დროისთვის, სამუშაოები დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-13 კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება.

პროექტის ღირებულება 20 000 ლარს შეადგენს. 

მოედნის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება.

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა, საკრებულოში რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.