მოსავალი კარგია, ხორბალი გაიაფდება, მაგრამ პური - არა

მოსავალი კარგია, ხორბალი გაიაფდება, მაგრამ პური - არა

ხორბლის მოსავლის აღების პროცესი დაიწყო. საქართველოში და მსოფლიოშიც კარგი მოსავალია და ამიტომ გაიაფებაა მოსალოდნელი. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს პურის საცალო ფასზე მაინც არ იმოქმედებს. თანაც კახეთში მარცვლეულის ხარისხის პრობლემა დგას და მისი დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, საფურაჟე იქნება.

მსოფლიოში ხორბლის ფასის შემცირების ტენდენციაა. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას ინფორმაციით, 50-კილოგრამიანი ტომარა, შესაძლოა, 53-54 ლარამდე გაიაფდეს. პარალელურად მოსავლის აღება მიმდინარეობა საქართველოშიც. მართალია, წლევანდელი ალოობა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მთავარი გამოწვევა ხარისხია.

ალოობა ჯერ არ დასრულებულა და, შესაბამისად, მოსავლიანობის შეჯამება ამ ეტაპზე არ შეგვიძლია. ალაზნის ველზე, სამწუხაროდ, ამინდი არ იყო და ხარისხი არ იყო ისეთი, როგორი მოლოდინიც გვქონდა, ასე რომ მთავარი გამოწვევა ხარისხია, მაგრამ სხვა რეგიონებში ველოდებით, რომ უკეთესი სიტუაცია იქნება, - განაცხადა სილაგავამ.

მისი ცნობით, მსოფლიოში ხორბლის ფასის შემცირების ტენდენციაა, რამაც შესაძლოა, საქართველოზეც იქონიოს გავლენა.

რუსეთში ხორბლის მოსავლის აღებამ დაიგვიანა და აღსანიშნავია, რომ ფასმა დაიკლო. თუ ერთი თვის წინ შემოტანის ფასი იყო 90-95 თეთრი, დღეს ის 85 თეთრს შეადგენს. ამ ტენდენციამ, შესაძლოა, ხორბლის ფასზე საქართველოშიც გავლენა იქონიოს და ფასმა დაიკლოს, ამ დროისთვის კილოგრამი 65 თეთრი ღირს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ კიდევ შემცირდეს.

იაფი ხორბლის პირობებში უნდა ველოდოთ იაფ ფქვილს, რაც შეეხება იაფ პურს, ამაზე კომენტარი პურის ასოციაციამ უნდა გააკეთოს. რამდენად შემცირდება პურის ფასი, დამოკიდებული იქნება ხორბლის ფასზე. ჩვენი ანალიზით, გაიაფდება ფქვილიც. ამჟამად 50-კილოგრამიანი ტომარა 56-57 ლარი ღირს, თუმცა შესაძლოა, ის 53-54 ლარამდე გაიაფდეს, - განაცხადა სილაგავამ.

ასეთი ტენდენციის პირობებში, საინტერესოა შეიცვლება თუ არა პურის ფასი, რომელიც ბოლო პრეიოდში ორჯერ გაძვირდა და ახლა მასობრივი წარმოების .. ქვის ბატონი 1,20 ლარი ღირს. პურის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის მალხაზ დოლიძის განცხადებით, ფქვილის გაიაფება პურის გაიაფებას ვერ გამოიწვევს, რადგან წარმოებას მთელი რიგი ხარჯი აქვს.

ფქვილის გაიაფება წარმოებას მისცემს იმის საშუალებას, რომ უფრო რენტაბელური იყოს. 5 თეთრზეა ლაპარაკი და ამ პირობებში პურის გაიაფება ვერ მოხერხდება, რადგან წარმოებას თან სდევს უამრავი ხარჯი. ნორმალური ხორბლის ფასი დღეს 90 თეთრია. ვთქვათ, დააკლეს 5 თეთრი და გახდა 85 თეთრი. 20 თეთრი მინიმუმ სჭირდება წარმოებას - გაზი, მუშახელის ხელფასი, ტრანსპორტირება, ვაჭრობის ხარჯი - პური 1.20 ლარი ღირს და ამაზე დაბლა როგორ ჩამოვა ფასი?! ამის უკან არის ჯარიმები, მაღაზიებს ღამის მიღება არ აქვთ, საცობების გამო გაზრდილია საწვავის ხარჯები და .. - განაცხადა პალიტრანიუსის ეთერში დოლიძემ.

მისი თქმით, ხორბლის მოსავალი, რომლის დიდი იმედიც მას ჰქონდა, კვლავ საფურაჟე იქნება და ეს საკმაოდ ცუდია.

ახლა ალოობის პერიოდია და ხორბლის დიდი ნაწილი საფურაჟე იქნება. სწორედ ამიტომ იაფდება ხორბალი, თორემ კარგს ვინ გააიაფებს? - აღნიშნა მეწარმემ.

ამასობაში საქართველოში ხორბლის მოსავლის აღების პროცესი დაწყებული, თუმცა უამინდობა საქმეს აფერხებს. საქართველოში წელს ფერმერები ცოტათი გაზრდილ მოსავლს ელოდებია, მაგრამ იქვე ამბობენ, რომ ხარისხი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, კონკრეტულ არეალებში არცთუ სახარბიელოა.

მარცვლეულის მწარმოებელთა გაერთიანების ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, რომ მოსავლის თვალსაზრისით, წელს ზრდას ელიან. მისი ვარაუდით, გასულ წელთან შედარებით ხორბლის მოსავლიანობის ზრდა 10%-იანი იქნება.

„შარშან იყო კარგი მოსავალი, მაგრამ შედარებით ნაკლები ფართობი იყო დათესილი. ფასის შედარებით წამოწევასთან ერთად ფართობები მცირედით გაიზარდა და მოსავლიანობის ზრდას ამ მხრივაც ვფიქრობთ. რა თქმა უნდა, მთავარი გამოწვევა არის ფასი, რომელიც საქართველოში არ დგინდება და ძირითადად რუსეთიდან და ყაზახეთიდანმოდის“. წლის ბოლოს, სეზონის დასაწყისამდე, ფაქტობრივად, 1 ლარამდე იყო ადგილობრივი ხორბლის ფასი, მაგრამ ახლა გაიაფდა და დაიწყო დაბალი ფასით მოსავლის გაყიდვა“, - აღნიშნა ბენიაიძემ.

მან ყურადღება მოსავლის აღების ხარჯებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ დაწეულია ტარიფები, მაგრამ ჯერ მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაში არ არის.

„იცით, რომ ფერმერს სჭირდება მოსავლის აღებისთვის კომბაინებზე თანხები, როგორც ტრანსპორტირება, ასევე დასაწყობებამდე. მკვეთრად არის დაწეული ფასები, თუმცა ამას ბოლომდე ჯერ ვერ ვიტყვით იმიტომ, რომ აქტიურ ფაზაში არ არის ჯერ მოსავლის აღების პროცესი და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს გამოსწორდება. შტაბის სამუშაოებს ველოდებით, რომ იყოს რეალური და სამართლიანი ტარიფები, როგორც წისქვილისთვის, ასევე მეპურისთვის და ასევე ფერმერისთვის“, - აღნიშნა მარცვლეულის მწარმოებელთა გაერთიანების ხელმძღვანელმა.

მარბიელი ქართული ხორბალი რომ უხარისხოა, მთავრობამ უნდა მოიწვიოს შესაბამისი მეცნიერები, რომლებიც ადგილის სესწავლის მერე გვეტყვიან რომელი თანამედროვე ხარისხიანი და უხვმოსავლიანი ჯიში დავთესოთ იქ
21-ე საუკუნეა!
8 საათის უკან
ლევკოთეა ცოცხალი თავით არ ცვლიან სათესლე მასალას. ფერმერები კი ჰქვიათ, მაგრამ გლეხური აზროვნება აქვთ.
2 საათის უკან